შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტიტე კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებული 5 იანვარს თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, თავს დაესხა კომპიუტერულ მაღაზია სანიტექსს, საიდანაც წაიღო ლეპტოპი თავისი აქსესუარებით, ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ტიტე კ. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო ლეპტოპი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლით).





