საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ილია მეორე: როცა ჩვენ შევისწავლით ჩვენ-ჩვენ დარგს, უზარმაზარი ცოდნა გვექნება

Georgian Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ილია მეორემ მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა დამატებითი სამეცნიერო დარგები შეისწავლონ და წიგნები იკითხონ. მისი თქმით, ერს სიღრმისეული ცოდნა აკლია. ილია მეორემ დღესვე გია ყანჩელი, ბესიკ ხარანაული და თემურ ჩხეიძე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას, ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ სიღმისეული ცოდნა გვაკლია, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ არ ვაანალიზებთ, უნდა ვიფიქროთ სიღრმისეულ ციდნაზე, ცოდნის და ღრმა აზროვნების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. აუცილებელია, ადამიანი ერთი დარგის სპეციალისტი მაინც იყოს, იქნება ეს ფილოსოფია, მეცნიერება, მედიცინა, ისტორია თუ სხვა დარგი. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა აიღოს რომლიმე საკითხი და სიღრმისეულად შეისწავლოს და სპეციალისტი, მცოდნე გახდეს. როცა ჩვენ შევისწავლით ჩვენ-ჩვენ დარგს, უზარმაზარი ცოდნა გვექნება. მე ყოველთვის მაინტერესებდა ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება და მე მისი ცხოვრება შესასწავლად ავირჩიე. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდებთ ტელევიზორით და პრესით და უნდა წავიკითხოთ წიგნები", - თქვა პატრიარქმა.

კომენტარები