საგზაო წესების დარღვევის ჯარიმები

მძღოლებისთვის ჯარიმები მცირდება

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საკანონმდებლო ცვლილებების თაბნახმად, რომლებიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა, ახალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარონ.

მართვის მოწმობის აღების გამარტივებასთან ერთად, განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლები 100 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე დაჯარიმდებიან. მასზე დარიცხული საურავის ოდენობამ კი 500-დან 150 ლარამდე დაიწია. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებაა. კანონის მიხედვით, ფულადი ჯარიმების მაგივრად ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება ჩამოერთმევათ.

 

კომენტარები