ისრაელი

კომაში მყოფი არიელ შარონის მდგომარეობა გაუარესდა

jpupdates.com

ისრაელის ყოფილი პრემიერის არიელ შარონის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იგი უკვე 8 წელია კომაში იმყოფება. მას თირკმელების მწვავე უკმარისობა აღენიშნება, მის მდგომარებას კრიტიკულად აფასებენ. ისრაელის მედიის ცნობით, ექიმები აცხადებენ, რომ საჭირო სამედიცინი პროცედურების ჩატარება შარონისა ასაკისა და კომაში ყოფნის გამო რეკომენდირებული არ არის. კლინიკაში ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებას ელოდებიან იმასთან დაკავშირებთ, გააგრძელონ თუ არა მოქმედება პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. შარონის ოჯახსა და კლინიკას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალი ქირურგიული ოპერაციის შესახებ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი 85 წლისაა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 1982 წელს ლიბანში შეჭრის ოპერაციას მეთაურობდა, ისრაელის თითქმის ყველა ომის ვეტერანი შარონი პრემიერ-მინისტრი 2001 წელს გახდა. 2006 წელს, მწვავე ინსულტის შედეგად, იგი კომაში ჩავარდა.

კომენტარები