თავდასხმა იეღოვას მოწმეებზე

ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ

საინფორმაციო სააგენტო გურიის მოამბეს ცნობით, ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ. სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მანქანებს, რომლებიც იმ დარბაზთან იდგა, სადაც რელიგიური რიტუალები იმართებოდა, ქვები დაუშინეს. გურიის მოამბის ცნობით, იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ თავდამსხმელები არასრულწლოვნები იყვნენ.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები