ბერა ივანიშვილი

ნადირაშვილი: ბერას კრიტიკისთვის 18 წლის მანანა მჭედლიშვილს დაემუქრნენ

"მომღერალ ბერა ივანიშვილისადმი Facebook-ზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების გამო 18 წლის მანანა მჭედლიშვილს რამდენჯერმე დაურეკეს და დაემუქრნენ" - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილი განაცხადა. დეპუტატის თქმით, მუქარის ზარებს ბერას სტუდიის წარმომადგენელი ახორციელებდა. ინციდენტი 5 დღის წინ მოხდა. რამდენიმე მუქარის ზარის შემდეგ, მანანა მჭედლიშვილმა სატელეფონო საუბარი ჩაწერა. მანანა მჭედლიშვილის თქმით კი, ის ხვალ გამოძიების დაწყების მიზნით, პოლიციას მიმართავს. სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის გამოძიებას სთხოვს ნაციონალური მოძრაობაც.

კომენტარები