2014

წერილები სანტას

ახ­ლა წე­ლი­წა­დის უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი დროა და მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვე­ბი პერ ნო­ელს, დედ მო­როზს, თოვ­ლის ბა­ბუ­ას თუ სან­ტა კლა­უსს წე­რი­ლებს სწე­რენ. რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი დო­ნის პო­ლი­ტი­კა ხში­რად ცო­ტა არ იყოს ბავ­შ­ვუ­რი­ა, ად­ვი­ლი­ა, წარ­მო­იდ­გი­ნო, ქვეყ­ნის ზო­გი ლი­დე­რი რო­გორ სწერს წე­რილს ერთ მხი­ა­რულ მსუ­ქან კაცს (კახა ბენ­დუ­ქი­ძე არ გე­გო­ნოთ), რო­მელ­საც სა­ჩუქ­რებს სთხოვს. ვნა­ხოთ, რა სურთ მათ, ახა­ლი წლის დი­ლას ჩი­ჩი­ლა­კის ქვეშ დახ­ვ­დეთ.

პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა სან­ტა,
წელს მე ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭი ვი­ყა­ვი და მარ­თ­ლა ბევ­რი ვიშ­რო­მე – ჯერ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი, ახ­ლა კი მთელ მთავ­რო­ბას ვმარ­თავ. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რაც ძია ბი­ძი­ნამ მითხ­რა და უწე­სოდ არც ერ­თხელ არ მოვ­ქ­ცე­ულ­ვარ.

ახალ წელს მინ­და ვე­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი, ბევ­რ­-­ბევ­რი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ა, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და იქ­ს­ბოქ­სი. ჰო, კი­დევ ცო­ტა­ო­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად. და, გთხოვ, რა­მე ისე­თი, რაც ძია ბი­ძი­ნას ესი­ა­მოვ­ნე­ბა, რა­მე პი­კა­სოს მაგ­ვა­რი.

მად­ლო­ბა!

ირაკ­ლი

პ.ს. ირაკ­ლი ალა­სა­ნია და­დის და ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა, სან­ტა კლა­უ­სი არ არ­სე­ბობ­სო, მაგ­რამ ვი­ცი, რომ ტყუ­ის, უბ­რა­ლოდ შუ­რით სკდე­ბა, რომ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი მე გავ­ხ­დი. მა­გას კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნო, მით უმე­ტეს, იქ­ს­ბოქ­სი.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

ძვირ­ფა­სო სან­ტა,

კი­დევ ერ­თხელ გიხ­დი მად­ლო­ბას გა­სულ წელს შე­უზღუ­და­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩუ­ქე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ... რო­გორც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნ­და, არ იყო ის სა­ჩე­მო და მი­სი დაბ­რუ­ნე­ბა მო­მიხ­და.

დი­დი ხა­ნია ძა­ლიან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ამი­ტომ, არ მე­ში­ნი­ა, გითხ­რა, რომ ამ სა­კითხ­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე (როგორც იცი, ძა­ლი­ან კარ­გი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლი­ა) და პრინ­ციპ­ში, სა­ა­ხალ­წ­ლოდ არა­ფე­რი მინ­და. ვი­ცი, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზებ­რე­ბის, პინ­გ­ვი­ნე­ბის და ხე­ლოვ­ნე­ბის ძვირ­ფა­სი ნი­მუ­შე­ბის თხოვ­ნის შემ­დეგ, ეს შენ­თ­ვის შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რად­გან ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წი­ე, რაც შენ­გან სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით მინ­დო­და, ახ­ლა ვწყვეტ სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბას და მთელ ჩემს ძა­ლის­ხ­მე­ვას ელ­ფე­ბის იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას მო­ვახ­მარ, რომ­ლე­ბიც შენს სა­თა­მა­შო­ებს ამ­ზა­დე­ბენ.

არ იდარ­დო, არ­სად მივ­დი­ვარ. ფაქ­ტობ­რი­ვად, 25-წლიანი გეგ­მა მაქვს, რო­გორ გა­და­ვაქ­ციო შე­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ფაბ­რი­კა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, გან­ვი­თა­რე­ბულ და ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­თა­მა­შო­ე­ბის ჯა­დოს­ნურ ფაბ­რი­კად. ჰო, კი­დევ ირ­მებ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნა­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ.

შე­ნი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი,

ბი­ძი­ნა

ექ­ს­პ­რე­ზი­დენ­ტი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ძვირ­ფა­სო სან­ტა,

ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ გა­სუ­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც უფ­რო ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე დამ­ჯე­რე. ჩვენ ახალ­გაზ­რ­და და გა­მო­უც­დე­ლი გუნ­დი ვი­ყა­ვით, შეც­დო­მებს კი ყვე­ლა უშ­ვებს. მინ­და გითხ­რა, რომ ბო­დიშს ვიხ­დი, თუ რო­მე­ლი­მე ელფს ვაწყე­ნი­ნე ან რო­მე­ლი­მე ელ­ფი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცესს ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. და მა­ინც, ჩვენ შევ­ც­ვა­ლეთ ქვე­ყა­ნა და ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლიო ბან­კის შო­ბის კე­თე­ბის სი­ად­ვი­ლის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით ერ­თ­-ერ­თი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში.

შენ იცი, რომ რაც თა­ნამ­დე­ბო­ბა დავ­ტო­ვე, შე­სა­ფე­რი­სად მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ძებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ჯერ ისევ ახალ­გაზ­რ­და ვარ, ენერ­გი­ით სავ­სე და სა­ნამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ვე­ნატ­რე­ბო­დე, რა­მე უნ­და გა­ვა­კე­თო. ამი­ტომ მო­რი­დე­ბით მოგ­მარ­თავ წი­ნა­და­დე­ბით, პენ­სი­ა­ში გახ­ვი­დე და მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბი ვინ­მე უფ­რო ახალ­გაზ­რ­დას, უცხო ენე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რის მცოდ­ნეს, და­უთ­მო. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან იღ­ლე­ბი, თან რა­ღაც საბ­ჭო­უ­რია მთელ ამ შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში: ერ­თი მხრივ, ხალხს არაფ­რის კე­თე­ბა­ში რა­ღა­ცას აძ­ლევ და, მე­ო­რე მხრივ, შუ­ა­ღა­მი­სას და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად ეს­ტუმ­რე­ბი ხოლ­მე სახ­ლ­ში.

ამ ახა­ლი რო­ლის­თ­ვის სავ­სე­ბით მზად ვარ, თან ჩე­მი მე­გო­ბა­რი ჯონ მაკ­კე­ი­ნი მარ­წ­მუ­ნებს, ცი­გა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი რა­და­რის­გან და­ცუ­ლი­ო. ფაქ­ტობ­რი­ვად, სან­ტას რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად კარ­გა ხა­ნია ვემ­ზა­დე­ბი – გა­სუ­ლი ათი წლის უმე­ტე­სი დრო მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ფრე­ნა­ში გა­ვა­ტა­რე და თან რა­ღა­ცე­ბიც ჩამ­ქონ­და (ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ცხა­დე­ბე­ბი და სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლე­ბი სა­ჩუქ­რე­ბის ნაც­ვ­ლად); გარ­და ამი­სა, ვე­რა­ვინ დამ­წა­მებს, რომ მხი­ა­რუ­ლი არა ვარ.

გთხოვ, და­ფიქ­რ­დი ჩემს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­გან ზარს კი ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ სამ­შა­ბა­თამ­დე შე­მიძ­ლია გა­დავ­დო.

ჰა-­ჰა-­ჰა!

მი­შა

ექ­ს­პ­რე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი - ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი

ძვირ­ფა­სო სან­ტა,

მარ­თა­ლი­ა, პი­რა­დად არას­დ­როს შევ­ხ­ვედ­რი­ვართ ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ისე­თი გან­ც­და მაქვს, თით­ქოს დი­დი ხა­ნია გიც­ნობ (და არა იმი­ტომ, რომ მრა­ვა­ლი წე­ლი შენს ტე­ლე­ფონს ვუს­მენ­დით). ვფიქ­რობ, რა­ღაც ას­პექ­ტ­ში სუ­ლი­ე­რი მე­გობ­რე­ბიც კი ვართ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რო­ბის დროს მეც სა­ა­თო­ბით ვად­გენ­დი სი­ას, მე­რე ვარ­კ­ვევ­დი, ვინ იყო ჯი­უ­ტი და ვინ დამ­ჯე­რე. ჩემს სი­ა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ჯი­უ­ტი აღ­მოჩ­ნ­და.

ჩე­მი ცი­ხის საკ­ნი­დან ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ა­ხალ­წ­ლო სურ­ვი­ლე­ბის გრძე­ლი სი­ის ჩა­მო­წე­რა: უკე­თე­სი ტე­ლე­ვი­ზო­რი, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცის ქვეშ სე­ირ­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ რაც ნამ­დ­ვი­ლად მე­ნატ­რე­ბა, ეს ჩემს მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნა­ა.

რად­გან ვი­ცი, რომ ჩე­მი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შენს ძა­ლებს ალ­ბათ აღე­მა­ტე­ბა, იმის გა­კე­თე­ბას მა­ინც ხომ ვერ შეძ­ლებ­დი, რომ ჩე­მი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი მი­შა რა­ღაც ხნით ჩემ­თან იყოს? ერ­თა­დერ­თი, რაც ამის­თ­ვის უნ­და გა­ა­კე­თო, მი­შას აერო­პორტ­ში მიყ­ვა­ნა­ა, იქი­დან კი, ვფიქ­რობ, ამ საქ­მეს ჩე­მი შემ­ც­ვ­ლე­ლე­ბი სა­მი­ნის­ტ­რო­ში თვი­თონ გა­არ­თ­მე­ვენ თავს.

სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, ვა­ნო

ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე - ძვირ­ფა­სო სან­ტა,

მო­ვითხოვ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­მე­ნი­ჭოს პრე­ზი­დენ­ტო­ბა ახა­ლი წლის­თ­ვის. ნო­ემ­ბ­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ბან­დი­ტუ­რად მომ­პა­რეს. შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დ­ნენ, რომ ჩემ­ზე ბევ­რად, ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. მხო­ლოდ შენ შე­გიძ­ლია ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის და სა­ში­ნე­ლი უსა­მარ­თ­ლო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა.

1-ში პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბას ვე­ლო­დე­ბი.

ნი­ნო

კომენტარები