ვოლგოგრადის ტერაქტი

საქართველოს საგარეო უწყება: ტერორიზმი არ არის ცალკეული სახელმწიფოს პრობლემა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლგოგრადის ტერაქტებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ვოლგოგრადში, 29 და 30 დეკემბერს განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით.

"ეს უმძიმესი ტერორისტული აქტები, რომელთაც ემსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმი არ არის ცალკეული სახელმწიფოს პრობლემა. იგი იქცა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოვლენად, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას მასთან ბრძოლაში. საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს შეურიგებელ ბრძოლას ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებასთან", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ორი დღის განმავლობაში ვოლგოგრადში ორი ტერაქტი მოხდა. გუშინ რკინიგზის სადგურში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს დილით კი, ტროლეიბუსში ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები