ნაციონალური მოძრაობის აქცია

დავით ბაქრაძე: მივდივართ ფუნდამენტურად ცუდისკენ

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

მესმის, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი თავზე ტომარაჩამოცმული გაიტაცეს ციხიდან გენერალურ პროკურორთან საქმის გარჩევაზე, მაგრამ მესმის კომენტარი - რა მოხდა მერე, ვანო მერაბიშვილია და არ ვენდობითო. ხალხო, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე დღეს, დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ფუნდამენტურად მიდის ცუდისკენ.

"იმის მიხედვით უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მსხვერპლს ვენდობით თუ არა? იმის მიხედვით უნდა აგოს ადამიანმა პასუხი, ისეთ ადამიანთან ჩაიდენს დანაშაულს, ვინც მოგვწონს თუ არ მოგვწონს? როდესაც მე მესმის, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის არჩეულ მერს, ღამის პირველ საათზე, ქურდულად და ჩუმად უჩერებენ უფლებამოსილებას და როდესაც ამის სამაგიეროდ მესმის კომენტარი, რომ რა მოხდა მერე - ის ხომ გიგი უგულავაა. ეს შემაშფოთებელია და ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ფუნდამენტურად ირჩვევა და მივდივართ ფუნდამენტურად ცუდისკენ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები