ნაციონალური მოძრაობის აქცია

უგულავა: ეს დანაშაულია და პრემიერმინისტრი მისი თანამონაწილეა

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ვერის საკალათბურთო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე, სიტყვით გიგი უგულავა გამოვიდა. ის გუშინ პრემიერმინისტრის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში ოთარ ფარცხალაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"პრობლემა ის კი არ არის, რომ ყაჩაღი პროკურორი შემოგვატენეს - არა. ეს დანაშაულია და გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილეა პრემიერმინისტრი, რომელმაც ეს იცოდა მაგრამ გვითხრა, რომ თურმე რა მოხდა ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულიაო. მითხარით, როდის გახდა 25 წლის მუტრუკი ბავშვი? თუ 25 წლის ადამიანი ბავშვია, მაშინ 31 წლის მინისტრი მოზარდია თუ რა არის?," - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები