გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. მთაწმინდის პანთეონზე ყოფნისას, მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

"პატივი მივაგე ზვიადის ხსნოვნას, რადგან ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ეს პერიოდი არის, როდესაც ის სავარაუდოდ გარდაიცვალა. ბუნებრივია, მერაბ კოსტავას ხსოვნასაც მივაგე პატივი. ეს არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც საოცარი სიმამაცე და ამავდროულად საოცარი ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს ჩვენს ერში ოცი წლის წინ. მათი უმანკო სისხლი ჩემი აზრით არის დაღვრილი უმანკოდ. თუ ეს არ იქნა გამოსყიდული, სიყვარულით არ შედგა შერიგება, ვფიქრობ ეს იქნება რთული მომავალი. ამიტომ მე ვცდილობ, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით პატივი მივაგო მათ ხსოვნას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები