საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი უშვებს ალბათობას, რომ ჟვანიას საქმეში ყველაფერი თავდაყირა დადგეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა, რომ ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია, მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვა დაისვა. პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას დაპირდა, რომ ”ყველაფერი გაირკვევა”. მისი თქმით, ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით ენმ-ს თვითლუსტრაცია მოხდა.

"მე თქვი, რომ ეს ადამიანი დაკავებულია სხვა საქმეზე და გაუგებარი იყო მათი რეაქცია. რატომ ანერვიულდნენ, რატომ ჩავარდნენ პანიკაში, ეს არის გასარკვევი. ზოგადად, ჟვანიას საქმის ირგვლივ გამოძიება გადაიხედება. მე მაქვს სერიოზული ინფორმაციები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფლება არ მაქვს ეს გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია. დაველდოთ გამოძიებას. მე მინდა დავარწმუნო "ნაციონალურ მოძრაობა", რომ ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყველაფერი თავდაყირა დადგეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის ალბათობას უშვებს.

კომენტარები