საქართველოს პრემიერმინისტრი

ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ პრემიერი ინფორმირებული არ იყო

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook

კითხვაზე იცოდა თუ არა მან ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ, როცა მას ნიშნავდა მთავარ პროკურორად, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს ბოლოს გაიგო, რადგან არ ინტერესდება 23 წლის ასაკში ვის რა შეემთხვა.

"ბოლოს გავიგე, ბუნებრივია, მე არ ვინტერესდები ახლა ბავშვობაში ვიღაც, რაღაცა ჩაიდინა. პოლიციელთან იჩხუბა თუ რაღაც ინციდენტი, ძალიან არასასიამოვნო, არავის ვუსურვებ, რომ რაღაც ინციდენტი შეექმნას პოლიციელთან. ადამიანს შეემთხვა და მას არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა, არ უნდა გავანადგუროთ მორალურად, რომ მას რაღაც შეემთხვა 23 წლის ასაკში, ადამიანი არ უნდა მოვსპოთ, გავანადგუროთ. ეს ლოგიკა აქვთ ნაციონალურ მოძრაობას. და სამწუხაროა რომ ამას იმეორებენ, შესაძლოა გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად სხვადასხვა ადამიანები. ეს არის ჩემთვის სამწუხაროდ. მითუმეტეს მაშინ, რომ იურიდიულად, სამართლებრივად არავითარი წინააღმდეგობა არ არის, ფარცხალაძის მიერ სავარძლის დაკავებასთან” - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები