საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ფარცხალაძემ სასჯელი მოიხადა და არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ მუშაობა

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმა ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან მთავარ პროკურორ ოთარ ფირცხალაძის გარშემო სკანდალებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

”მთავარი პრეტენზია რაც გაჩნდა ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან - რომ არ მოხდეს ფარცხალაძეზე ხელის დაფარება, რადგან ნაციონალური მოძრაობაც იგივეს აკეთებდა და ჩვენ არ გვინდა იგივე შეცდომები გავიმეოროთ. ეს ერთი.

მთავარი განსხვავება და მთავარი მიზეზი, რატომ არ შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მთავრობა, ნაციონალური მოძრაობის მთავრობა ეს არის ის რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს. როცა ეს ფაქტი გახმაურდა, გამოვიდა ფარცხალაძე და საჯაროდ თქვა, რომ დიახ შეემთხვა 14-15 წლის წინ რაღაც ინცინდენტი და დაადასტურა რომ ნასამართლევია. კერძოდ მას პოლიციელთან მოუხდა ინციდენტი, რის გამოც, მაშინ 22-23 წლის იქნებოდა ალბათ, მას მიესაჯა 1 წელი და 3 თვე. თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა. იქ ბრალში შეიძლება, არ ვიცი არ ვარ იმდენად კომპეტენტური, რომ... ლოგიკურად რომ დავსვათ კითხვა, თუ ადამიანს გერმანიაში აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის ადამიანი რამდენიმე თვეში ციხიდან ვერ გამოვა, ამაზე შევთანხმდეთ. მან თქვა, რომ ინციდენტი შეემთხვა პოლიციელთან, ჩხუბი მოუვიდა კერძოდ, იქ შეიძლება ბრალში სხვა რაღაცები ჩაიწერა და გასამარტლდა მაგრამ, რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა. არც მისი დეპორტირება მომხდარა, არ მოსულა მისთვის გერმანიაში შესვლის აკრძალვა, ეს ადამიანი მოგუზაურობს თავისუფლად ევროპაში, მათ შორის გერმანიაშიც, მან რამდენჯერმე მიიღო გერმანიის ვიზაც. ამის შემდეგ მუშაობდა და წარმატებული კარიერა ჰქონდა წინა მთავრობის დროს, მათ შორის” - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რამდენად მორალურად მიაჩნია მას, მთავარი მბრალდებელი იყოს ნასამართლევი, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნასამართლევი ადამიანები არ უნდა გავწიროთ. 

”მე ზოგადად არ მიყვარს, თავი გამოვიდო და ძალიან კომპეტენტური შეფასებები გავაკეთო, მით უმეტეს მაშინ თუ არ ვარ ძალიან კარგად გარკვეული. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვცდილობ დავესესხო იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩემთვის ავტორიტეტი, უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვთ, აი მაგალითად დაემთხვა და ქალბატონი სევდიას ძმამ, მინდია უგრეხელიძემ, რომელიც არის მაღალი დონის იურისტი, მაღალი კვალიფიკაციის და ჩემთვის არის ავტორიტეტი, მან გააკეთა შეფასება - ფარცხალაძე არის ნასამართლევი, მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში და ჩვენ არ გვაქვს უფლება მას ავუკრძალოთ მუშაობა, არ გვაქვს უფლება მას შევახსენოთ ნასამართლეობა. ეს არის კომპეტენტური ადამიანების შეფასება.

მორალზე საუბრობს ადამიანი, რომელიც არის ბრალეული 50 მილიონის მოპარვა გაფლანგვაში. ადამიანები, რომლის მთავრობის წევრებსაც ბრალს სდებენ, არა მხოლოდ ჩვენ არამედ მოსახლეობა, რომ ეს ადამიანები იყვნენ და არიან მხილებულნი, ადამიანების წამებაში, ადამიანის გაუპატიურებაში, ადამიანის გატაცებაში, უამრავი გამოუძიებელი მკვლელობები არის, უამრავი ადამიანია გატაცებული, ადამიანები რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ტერორისტულ აქტებს უწყობდნენ, ეს არის ჩემთვის მიუღებელი და აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ამ ადამიანებისგან მოვისმინო რაღაც კრიტიკას” - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები