საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: არ გამიკვირდება მალე ფარცხალაძე ვამპირად გამოაცხადონ

პრემიერმა ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან მთავარ პროკურორ ოთარ ფირცხალაძის გარშემო ატეხილ სკანდალებთან დაკავშირებით ისაუბრა.

”ხმაური მე მინდა გითხრათ რომ არის გადაჭარბებული, ეს თემა ძალიან ზედმეტად აწიეთ სხვათაშორის. მედიამ, თქვენც, რუსთავი 2-მა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ამ თემის აჟიტირებაში. და რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა იყო მომხდარიყო ფირცხალაძის სახელის დისკრედიტაცია, მისი პიროვნების ზოგადად, მისი დემონიზაცია. მე არ გამიკვირდება რომ ის მალე გამოაცხადონ ვამპირად, კაცის მკვლელად და ათასი სისულელე დააბრალონ. თუმცა ეს პროცესი დაიწყო დაახლოებით 10 დღის წინ, მაშინ როდესაც ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, პროვოკაციული და სასაცილო, რომ მათი გათვლებით ეს იყო სკანდალური. მე მაშინვე გავაკეთე კომენტარი და ვთქვი, რომ ამ განცხადებას, ამ პროვოკაციას, შესაძლოა ჰქონოდა მრავალი ეფექტი. პირველი, გათვლა იყო, რომ სწორედ ოთარ ფარცხალაძის სახელის დისკრედიტაციაზე, რომ მომხდარიყო მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია. მეორე ის რომ მომხდარიყო მთავრობის დისკრედიტაცია. მე ვერსიად განვიხილე ისიც, რომ შესაძლოა ვანო აშანტაჟებდეს მიშა სააკაშვილს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებს შეეხო, არ ვიცი საიდან მოიტანა იგივე მიშა სააკაშვილის ანგარიშების თემა და ზურაბ ჟვანიას საქმე, ამიტომ მე გამიჩნდა ასეთი განცდა, რომ ერთი მხრივ ხდებოდა ოთარის დისკრედიტაცია და მის წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული პროვოკაცია დაიგეგმა, ხოლო მეორე მხრივ ვანომ შეახსენა მიშას თავისი არსებობა, რომ ის ციხეში ზის და სააკაშვილი არის საზღვარგარეთ" - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ თემებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო ძალიან კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, მიზანმიმართული პროვოკაცია.

"შემდეგ გააჟღერეს სოზარ სუბარის სახელიც, გააჟღერეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის სახელი და გვარი ის უნდა გადამდგარიყო. მე ამაზე ნახევრად იუმორით ვთქვი, რომ თუ ამ არასერიოზულ განცხადებებზე მთავრობა და პრემიერმინისტრი იმოქმედებდა, მაშინ ეს იქნებოდა ძალიან ცუდი პრეცედენტი და რეალურად ამ პრეცედენტის შექმნა უნდოდათ, რომ გადამეყენებინა ფარცხალაძე, გადამეყენებინა სოზარ სუბარი, შემეჩერებინა უფრო სწორედ უფლებამოსილება. ნახევრადიუმორისტულად ვთქვი, რომ ხვალ ზეგ მომთხოვენ სხვა მინისტრების გადაყენებას და ასე იქნება, ეს არის მათი წარმოდგენა ფანტაზია." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები