ინვესტიციები

კვირიკაშვილი: 360 მილიონ დოლარზე მეტის საინვესტიციო პროექტი განახლდა

ინვესტორებს 16 მილიონ დოლარსა და 6.5 მილიონ ლარზე მეტის პირგასამტეხლო ეპატიათ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, სპეციალურმა კომიასიამ 50-ზე მეტ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული საკითხი განიხილა, რის შედეგადაც, 360 მილიონ დოლარზე მეტის საინვესტიციო პროექტი განახლდა.

მისივე თქმით, 2013 წლის გაზაფხულზე აღურიცხავი სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია დაიწყო. "თბილისის მასშტაბით უკვე აღწერილ 9 უბანში აღმოჩენილია სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი 600-ზე მეტი ობიექტი, რაც 5 მილიონამდე კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები