ჩინეთი-იაპონია

ჩინეთი: სინძო აბეს იასუკუნის სალოცავში მისვლა ომის მსხვერპლთა ხსოვნის გათელვაა

YUYA SHINO / REUTERS

იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე ომის მსხვერპლთა იასუკუნის მემორიალურ სალოცავს ეწვია.

პრემიერის ვიზიტმა სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი იასუკუნის მემორიალურ სალოცავს იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ მიიჩნევენ. სალოცავში ომის შედეგად დაღუპულ ორმილიონ-ნახევარ იაპონელს მიაგებენ პატივს. დაღუპულთა შორის მეორე მსოფლიო ომის სამხედრო დამნაშავეებიც არიან.

სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა ვიზიტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის იაპონიის საელჩოს წარმომადგენელები უკვე დაიბარეს. ჩინეთის ხელისუფლება იაპონიის პრემიერმინისტრის ვიზიტს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის უხეშ გათელვად აფასებს.

ვიზიტს გამოეხმაურა ასევე იაპონიაში აშშ-ის საელჩო და იმედი გამოთქვა, რომ იაპონია მეზობლებთან ერთად წარსულის დელიკატური პრობლემების კონსტრუქციულ გადაჭრას შეძლებს.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მეზობლების გაღიზიანების განზრახვა არ ჰქონია.

კომენტარები