საოკუპაციო ხაზი

უმცირესობა კანონში ტერმინ გამყოფი ხაზის გამოყენებას აპროტესტებს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტერმინს - გამყოფი ხაზი - დღეს კამათი მოჰყვა. უმცირესობა ამ განმარტების გამოყენებას აპროტესტებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და მოითხოვს ოკუპაციის დაფიქსირებას.

დღესვე დეპუტატებმა პარლამენტში პრეზიდენტის გაზრდილი ხელფასის შესახებაც იკამათეს. უმცირესობის წევრებმა ხელფასის გაზრდის ინიციატორს შეახსენეს, რომ პრეზიდენტის ხელფასი მხოლოდ 100 ლარით უნდა აღემატებოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასს, რასაც დავით საგანელიძე დაეთანხმა და საბოლოოდ დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გაორმაგების ნაცვლად პრეზიდენტის ხელფასი 6700 ლარით განისაზღვრება.

კომენტარები