ლაშა ფურცხვანიძის საქმე

ლაშა ფურცხვანიძე: ვეცდები, გირაოს თანხა არ გადავიხადო

ghn.ge

ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ გირაოს თანხა - 400 000 ლარი მას ამ დროისთვის არ აქვს, არ გადაუხდია და არ იცის, მოახერხებს თუ არა მის გადახდას.

„400 000 ლარის გადახდას მოვახერხებ თუ არა, არ ვიცი. მე პირადად, სურვილი მაქვს, რომც შევაგროვო თანხა, არ გადავიხადო. მეგობრები გუშინაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩადებენ ბინებს და დამეხმარებიან, მაგრამ ვეცდები, რომ არ გადავიხადო ეს თანხა“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე 16 დეკემბერს დააკავეს. სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ლაშა ფურცხვანიძეს გირაოს სახით 400 ათასი ლარის გადახდა ათი დღის ვადაში დაევალა.

მის მოადგილეს კობა ხარშილაძეს კი, სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაოს ნაცვლად, პატიმრობით შეუცვალა.

კომენტარები