უგულავას საქმე

დეპუტატ გიორგი მელაძეს პროკურატურა მოწმის სტატუსით იბარებს

radiokalaki.ge

დეპუტატ გიორგი მელაძეს პროკურატურა მოწმის სტატუსით იბარებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარი პროკურატურამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

”2013 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული. საქმე ეხება გ. მელაძის ქ. თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით, აიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს” - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი მელაძე 2006 – 2008 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო. 

კომენტარები