უგულავას საქმე

ბოკერია: სასამართლომ უნდა გაუძლოს ზეწოლას და უგულავას პატიმრობა არ შეუფარდოს

ტაბულა

სასამართლომ უნდა გაუძლოს ზეწოლას და გიგი უგულავას პატიმრობა არ შეუფარდოს - განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაწყების წინ გააკეთა. 

"ეს არის პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, რომელიც გააქტიურდა ორი კვირის წინ. თუ სასამართლო ვერ გაუძლებს ზეწოლას, საქართველო იქცევა ქვეყნად, რომლის ხელისუფლებას არ ეყოლება ოპონენტები, ეს კი დააზიანებენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანას, რაც ყველაზე ცუდია მთელს ამ პროცესებში. ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა პოლიტიკური ლიდერის და მერობის კანდიდატის დაკავების მოთხოვნა" - განაცხადა ბოკერიამ. 

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

კომენტარები