იარაღის ამოღება

შსს-მ ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის 6 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 59 საბრძოლო ვაზნა, „ერ-გე-დე“-ს ტიპის 3 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 1 დეტონატორი და სანადირო თოფის 6 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები