საარსებო მინიმუმი

2013 წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმმა გაზრდილ პენსიას გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, ნოემბერში საარსებო მინიმუმმა გაზრდილ პენსიას გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ნოემბერში 150.8 ლარია. მთელი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის მინიმუმი ივლისში იყო - მაშინ საარსებო მინიმუმმა 144.8 ლარი შეადგინა.

საარსებო მინიმუმის გაზრდა ინფლაციის ზრდამ გამოიწვია. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის ნოემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 1.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად - 10.2%-ით - გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული. 3.5%-ით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი. 

კომენტარები