NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 22%-ის აზრით, 2012 წლის შემდეგ, სამუშაო ადგილები შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილები შემცირდა, 63% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა, ხოლო 4%-ის აზრით, გაიზარდა.

იმავე კითხვაზე, 2013 წლის სექტემბერში პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა ასევე 4% ფიქრობდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 54% მიიჩნევდა, რომ იგივე დარჩა, ხოლო 32%-ის აზრით, შემცირდა.

სექტემბერში კითხვაზე პასუხი 10%-მა არ იცოდა, ხოლო ნოემბერში - 11%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები