მერაბიშვილის საქმე

ხიდაშელი: მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს

მნიშვნელობა არ აქვს ვის სჯერა და ვის არა მერაბიშვილის განცხადების, ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის განცხადებით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი ცრუობს, რადგან მის მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს, თუმცა მიაჩნია რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და გამოძიებამ დაადასტუროს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ტყუის.

 ხიდაშელის აზრით გამოძიების შედეგად დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ან უნდა დაისაჯოს ის ხალხი ვინც ვანო მერაბიშვილს აშანტაჟებდა, ხოლო თუ მერაბიშვილი ტყუის მაშინ, სერიოზული კანონდარღვევისთვის უნდა დაისაჯოს.

კომენტარები