მერაბიშვილის საქმე

ჭიკაიძე: მერაბიშვილზე ზეწოლის განხორციელება არავის სჭირდებოდა

ალექსანდრე ჭიკაიძე

ვანო მერაბიშვილზე ზეწოლის განხორციელება არავის სჭირდებოდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.

მისი თქმით  ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულია და მასზე ლაპარაკი არ ღირს.

როგორც ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილზე ზეწოლის განხორციელება არავის სჭირდებოდა. "ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ეს, არავის არ სჭირდებოდა. ჩემთვის არასერიოზულია, ამაზე არც ვილაპარაკებ", – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ. 

 

კომენტარები