მარიამ კოჩალიძის საქმე

ჭიკაიძე: იმედია, კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს წითელი ცირკულარით მოვძებნით

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს წითელი ცირკულარით მოძებნიან. როგორც მინისტრმა ბათუმში ჟურნალისტებს უთხრა, დანაშაულში მსჯავრდებული პირი რომელ ქვეყანაში იმყოფება, ჯერ ცნობილი არ არის.

"მარიამ კოჩალიძის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შევეცდებით, რომ აღნიშნული პირი წითელი ცირკულარით მოვძებნოთ. რომელ ქვეყანაში იმყოფება, ჯერ არ არის ცნობილი, იმედი გვაქვს, გავიგებთ", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ბათუმის ბულვარის ბოლოს, 16 წლის მარიამ კოჩალიძე გარდაცვლილი იპოვნეს. მას ჭრილობა ყელზე ჰქონდა მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებულ ირანის მოქალაქე მოჰამმადამინ როოინტანის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები