ოსკარები 2014

აშშ-ის კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოს მოპოვების კანდიდატები დასახელდა

craveonline.com

აშშ-ის კრიტიკოსთა არჩევანის 2013 წლის ნომინანტების სიაში ”მონობის 12 წელი” და ”ამერიკული აფერა” 13-13 ნომინაციით ლიდერობენ.

”ამერიკული აფერა”, ”ნებრასკა”, ”მონობის 12 წელი”, ”გრავიტაცია”, ”ის”, ”დალასის მყიდველთა კლუბი”, ”კაპიტანი ფილიპსი”, ”მისტერ ბენქსის გადასარჩენად”, ”უოლ სტრიტის მგელი”, ”ლევაინ დევისში”- სწორედ ეს 10 ფილმი იბრძოლებს საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად.

2013 წლის საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდოს აღება ალფონსო კუარონს (”გრავიტაცია”), სტივ მაქუინს (”მონობის 12 წელი”), პოლ გრინგრასს (”კაპიტანი ფილიპსი), მარტინ სკორსეზეს (”უოლ სტრიტის მგელი”), დევიდ ო. რასელსა (”ამერიკული აფერა”) და სპაიკ ჯონზს (”ის”) შეუძლიათ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის წოდებისთვის კრისტიან ბეილი (”ამერიკული აფერა”), ბრიუს დერნი (”ნებრასკა”), ჩივეტელ ეჯიოფორი (”მონობის 12 წელი”), ტომ ჰენქსი (”კაპიტანი ფილიპსი”), მეთიუ მაკონაჰი (”დალასის მყიდველთა კლუბი”) და რობერტ რედფორდი (”ყველაფერი დაკარგულია”) იბრძოლებენ. საუკეთესო ქალი მსახიობისთვის განკუთვნილ ჯილდოს ერთმანეთს ქეით ბლანშეტი (”ლურჯი ჟასმინი”), სანდრა ბულოკი (”გრავიტაცია”), ჯუდი დენჩი (”ფილომენა”), ბრი ლარსონი (”მოკლე ვადა 12”), მერილ სტრიპი (”აგვისტო”) და ემა ტომპსონი (”მისტერ ბენქსის გადასარჩენად”) შეეცილებიან.

აშშ-ის კრიტიკოსთა არჩევანის დაჯილდოების ცერემონია 1995 წლიდან იმართება. ამერიკული ტელე, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები წლის გამორჩეულ კინონამუშევრებს აფასებენ და, როგორც წესი, კრიტიკოსთა არჩევანის გამარჯვებული ოსკარის მფლობელიც ხდება. 

ნომინანტების სრულ სიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ. 

კომენტარები