ოსკარები 2014

ჯარედ ლეტო: ჩვენ უკრაინისა და ვენესუელის მოსახლეობის გვერდით ვდგავართ

ჩვენ უკრაინისა და ვენესუელის მოსახლეობის გვერდით ვდგავართ - ამის შესახებ მსახიობმა ჯარედ ლეტომ ოსკარების ცერემონიაზე განაცხადა.

ჯარედ ლეტომ ”დალასის მყიდველთა კლუბში” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი დაიმსახურა და სამადლობელი სიტყვების წარმოთქმისას ვენესუელისა და უკრაინის მოსახლეობას რთული პერიოდის გადალახვა და სურვილების ასრულება უსურვა.

”როდესაც თქვენ ოცნებების ასრულებას, შეუსრულებელი მისიის შესრულებას ცდილობთ, ჩვენ აქ, თქვენ გვერდით ვართ”, - განაცხადა ლეტომ. 

კომენტარები