კურტანიძე: შეგნებულად წავედი შსს-ში, რათა ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა

პირველად ვამბობ ახლა ამას - როცა ბატონმა ბიძინამ მკითხა - ლუკა, სად იმსახურებო, ვუპასუხე, ირაკლისთან-მეთქი და შეგნებულად წავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. იმ ადამიანებს, რომლებმაც გამიმეტეს, მცემეს, დამამცირეს, სული და სხეული მატკინეს, დღეს სიყვარულით ვემსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროში

ლუკა კურტანიძე ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.

კომენტარები