პატრიარქის ქადაგება

პატრიარქი: გვარების დალოცვა შეჩერდება, რადგან ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, გვარების დალოცვა დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დასრულებისას თქვა. 

მიზეზი პატრიარქს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, აღნიშნა, რომ გვარების დალოცვა შეჩერდება, რადგან "ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია".

დღეს ილია მეორემ დალოცა გვარები: პაიჭაძე, მიქაუტაძე, სებისკვერაძე, ბირკაია, ასლანიშვილი, მაზიაშვილი, მიროტაძე, ქიმერიძე, ღვინიანიძე, მუსერიძე, იზორია, გელენიძე და დადვანი.

კომენტარები