შეწყალების კომისია

შეწყალების კომისიამ სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა

news.ge

შეწყალების კომისიის წევრის, სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გაცხადებით, შეწყალების კომისიამ სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე, ხოლო სასჯელის განახევრების რეკომენდაცია 15 პატიმარზე გასცა.  კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 160-მდე საქმე განიხილა. 

სახალხო დამცველის თქმით, მიმდინარეობს ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რამდენიმე საქმე გადაიდება, რათა კომისიამ დეტალები კარგად შეისწავლოს.

მისივე ინფორმაციით, შესაწყალებელ პირთა დიდი ნაწილი ნარკოტიკული დანაშაულის გამოა მსჯავრდებული. ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, შესაწყალებელ პირთა სიას შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატოს.

შეწყალების კომისიის შემდეგი სხდომა უახლოეს კვირებში გაიმართება. გუშინდელ ოქმს კი, პრეზიდენტს სავარაუდოდ დღეს გაუგზავნიან.

შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 26 ნოემბერს წარმოადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი თეოდორე, ეკა ბოკუჩავა, გივი შაჰნაზარი და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.

კომენტარები