დევიდ კომა

Thierry Mugler-ის სამხატვრო ხელმძღვანელად ქართველი დიზაინერი დაინიშნა

REX

ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის სამხატვრო ხელმძღვანელად ქართველი დიზაინერი, დევიდ კომა [დავით კომახიძე] დანიშნეს. მან ნიკოლას ფორმიჩეტი შეცვალა, რომელმაც მოდის სახლი მიმდინარე წლის აპრილში დატოვა.

28 წლის კომა Thierry Mugler-ში მუშობას 2014 წლის 2 იანვარს დაიწყებს, ხოლო მისი ზაფხულის კოლექციის პირველი ჩვენება Mugler-ში მომავალი წლის ივნისში შედგება. კოლექციის დეფილე კი, 2014 წლის პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მოეწყობა.

მოდის სახლის წარმომადგენლების თქმით, კომას დანიშვნა Thierry Mugler-ის რებრენდინგის დაწყებას ნიშნავს.

დევიდ კომამ 2009 წელს ლონდონში Central Saint Martins-ის სკოლა დაამთავრა, სადაც მოდის მიმართულებაზე სწავლობდა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. შემდეგ კი ქალის ტანსაცმლის ხაზი შექმნა. მისი კოლექცია მსოფლიოს 55 მაღაზიაში იყიდება. ის ლონდონის მაღალი მოდის კვირეულის ყოველ სეზონში იღებს მონაწილეობას. მის ტანსაცმელს კი ისეთი ცნობილი ადამიანები ყიდულობენ, როგორიცაა ბიონსე, რიანა და სხვები.

კომენტარები