ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ჩვენ არავის ვასწავლით თუ როგორ უნდა იცხოვრონ

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს ზესახელმწიფოს სტატუსზე პრეტენზია არ აქვს. პუტინმა მიმართვა საზოგადოებას კრემლის გეორგევსკის დარბაზიდან გააცნო.

"ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ქვეყნით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე, რაც გლობალურ და რეგიონულ დონეზე ჰეგემონობის ამბიციას გულისხმობს. ჩვენ არავის ინტერესებს არ ვლახავთ, ჩვენ არავის ვახვევთ თავს ჩვენს მფარველობას, ჩვენ არავის ვასწავლით თუ როგორ უნდა იცხოვრონ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინი სირიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო ინტერვენციისა და კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილება მოახერხა. პრეზიდენტმა უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა, პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინა თანაბარი უფლებებით შეუერთდება კავშირს და ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებს.

კომენტარები