დაპირისპირება პარლამენტში

სოსო ჯაჭვლიანი გიორგი ბარამიძეს: ნუ ბლატაობ, შე ჩმორო

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიმართვამ გიორგი ბარამიძის მისამართით "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გამოიწვია.

ჯაჭვლიანი სამართალდამცველებს ბარამიძის დაკითხვისკენ მოუწოდებდა. ჯაჭვლიანის შეფასებით, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა უპირველეს ყოვლისა ნაციონალებმა უნდა დაგმონ 7 ნოემბერი და 26 მაისი. ჯაჭვლიანმა აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა.

"ეს ის ბარამიძეა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ აღიარა, როგორ დაესხა თავს აფრასიძეების ოჯახს 1500 ჯარისკაცით და 12 ვერტმფრენით, ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა, შებილწეს საფლავები, გაატყავეს ადამიანები, მთელ საქართველოს ამცნეს, რომ კალაძის ძმა და გატაცებული ადამიანების საფლავები აღმოაჩინეს. მათ სურდათ, შეეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის. სპეცოპერაცია იმით გაამართლეს, სვანეთი დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და ოჯახები დააჩმორეთ და არა - სვანეთი. მოვუწოდბ შს მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები დამნაშავე "ნაციონალების" დასაცავად, სადმე არ გადაგეყარონ თქვენ მიერ ნამუსახდილი ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო – ცოცხი და "დუბინკა". ბარამიძე თავად ამბობს, დამკითხეთო. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოიძიონ ყველა დეტალი. მე კარგად ვიცნობ ჩემს კუთხეს და მინდა მივმართო ბარამიძეს, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - თქვა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები