ხომერიკი: ლადო ბედუკაძე დარჩა დაჩაგრული. ლანძღავენ და დადის უმუშევარი

მე მგონია, რომ ბედუკაძემ გააკეთა ძალიან დიდი და კარგი საერო საქმე. ჩვენ რომ დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ის მასალები, რომლებიც გამოაქვეყნა ბატონმა ბედუკაძემ? იგივე რეჟიმი გვექნებოდა ჩვენ დღეს. კი, ბატონმა ბიძინამ დიდი საქმე გააკეთა - თავი მოუყარა ხალხს, ორგანიზაციას ჩაუდგა თავში. მაგრამ თქვენ გესმით, რაც იყო არჩევნებამდე. ბატონი ბიძინა და მისი პარტია ამბობდნენ, რომ - აი, ჩვენ რომ მივიღოთ 30-40%, კარგია, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ა.შ. ზუსტად მაგ მასალებმა ბედუკაძის გააკეთა ის, რაც მოხდა - რომ დამყარდა ის რეჟიმი, რომელიც არ იყო საქართველოს ინტერესებში. ის, რომელიც არ აწყობდა საქართველოს ხალხს და ეს დღეს ჩანს და იმის მერე ეს კაცი კიდევ დარჩა დაჩაგრული. ყველა მაგას ლანძღავს, უმუშევარი დადის და ყველაფერი. რატომ? ცუდი გააკეთა რამე?

ქართველ და რუს ხალხთან ერთობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი ვლადიმირ ბედუკაძის შესახებ. მან ბედუკაძე მოსკოვში კონკურსზე ”სიმამაცისა და მედიაში მომხდარი გარღვევისათვის” დააჯილდოვა.

კომენტარები