პროტესტი უკრაინაში

კიევში ბერკუტი ბატკივშჩინასა და რამდენიმე მედიასაშუალებაში შევიდა

facebook.com/EuroMaydan

ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, ბერკუტი საიტ Censor.net.ua და ტელევიზია INTV-ს ოფისებში შევიდა. მათ ამოიღეს სერვერები და კომპიუტერები.

ბერკუტი ასევე პარტია ბატკივშჩინას ოფისშიც შევიდა, საიდანაც, ანალოგიურად, კომპიუტერები ამოიღო.

Unian.net-ის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ტყვიაგაუმტარი ჟილეტებითა და იარაღებით იყვნენ აღჭურვილი.

კომენტარები