პროტესტი უკრაინაში

კიევის ქუჩებში რამდენიმე შეტაკება მოხდა

უკრაინული გამოცემა Kyiev Post-ის ცნობით, კიევში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე Bankova-ს ქუჩაზე, დღეს სიტაუციის დაძაბვის შემდეგ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის პირველი შეტაკებები უკვე მოხდა.

ჟურნალისტ ოქსანა გრიცენკოს ცნობით, პოლიციამ მომიტინგეებს პოლიციის ხაზიდან უკან დაახევინა.

BBC-ის ინფორმაციით, სპეცრაზმმა ქუჩებში გაშლილი კარვების აღება დაიწყო.

შეტაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერ აქტივისტებზე დაყრდნობით სხვა მედიასაშუალებებიც ავრცელებენ. 

სააგენტო Unian წერს, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შინაგან ჯარებს ძალის გამოყენების ბრძანება არ მიუღიათ.

უკრაინული შინაგანი ჯარისა და სპეცრაზმ ბერკუტის დანაყოფებს უკვე რამდენიმე საათია ევრომაიდანი და კიევში მდებარე სამთავრობო დაწესებულებები ალყაში აქვთ მოქცეული. ოპოზიციონერი  აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას გაუწევენ. მათ მომარაგებული აქვთ ჯოხები. 

კომენტარები