პროტესტი უკრაინაში

პუტინმა RIA Novosti-ს ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია.

RIA Novosti-ს ბაზაზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня შეიქმნება, რომლის გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი იქნება. სააგენტოს გენერალური დირექტორის დანიშვნა და გადაყენება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მოხდება.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ბრძანება გასცა რადიოსადგურ რუსეთის ხმის ლიკვიდირებისა და მისი საკუთრების სააგენტო Россия сегодня-სთვის გადაცემის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti არის ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავარი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Совинформбюро-ს სამართალმემკვიდრე. Совинформбюро საბჭოთა კავშირის მმართველებმა 1941 წელს დააფუძნეს.

რაც შეეხება სააგენტო Россия сегодня-ს მომავალ გენერალურ დირექტორს, ამჟამად ტელეწამყვან დმიტრი კისილიოვს, ის ცნობილია თავისი ანტიდასავლური, ასევე ჰომოფობიური გამონათქვამებითა და ქმედებებით.

კომენტარები