თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი პატრიარქზე: ჩარევაა, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს თავის საქმეში

David Usupashvili
Tabula

პატრიარქს შევხვდი, მაგრამ თვითმმართველობის რეფორმაზე საუბარი არ გვქონია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, "რა თქმა უნდა, პატრიარქს უნდა მვუსმინოთ". მისივე თქმით, თუ გვინდა რომ ცივილიზებული ქვეყანა ავაშენოთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო არის ყველასი - მათ შორის, რელიგიური მოღვაწისაც. "პატრიარქი მიდის არჩევნეზე და ხმას აძლევს, ამიტომ მას აქვს სრული უფლება და თავისუფლება გამოხატოს თავისი მოსაზრებები. ჩარევა მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს თავის საქმეში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ "თუნდაც ეს იყოს ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო ავტორიტეტული ადამიანი თავისი გამოცდილებით", პატრიარქის მიმართაც შეიძლება გამოითქვას საპირისპირო მოსაზრებები.

უსუფაშვილის თქმით, "პატრიარქმა დაინახა, არ ვიცი, ვისგან და რისგან, რომ საფრთხე არსებობს და როგორ უნდა გაჩუმებულიყო? ვიცი, რომ იყო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრებთან, პატრიარქთანაც. მე არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი კოლეგები შეხვდნენ. არც მე ვამბობ, რომ ვინმეს არ უნდა მოვუსმინოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, თუ საჭიროა, მეასედ განმარტოს და ახსნას ყველაფერი საზოგადოებასთანაც, პატრიარქთანაც, სხვა კონფესიის წარმომადგენლებთანაც, უმცირესობების წარმომადგენლებთანაც, უცხოეთთანაც. "ამით ვართ დაკავებული, ამით არ უნდა დავიღალოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენები ჩატარდება სამშაბათს. "თუ ჩვენ თავად არ დავრწმუნდით, რომ რაიმე გვიშლის ხელს კენჭისყრაზე, კენჭისყრა ჩატარდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები