ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

უსუფაშვილი: ვეცდებით, რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ არჩევნების ზუსტი თარიღი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაისში ან მაქსიმუმ, ივნისის პირველ ნახევარში ჩატარდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს ზუსტი თარიღი.

„თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის პოზიცია და გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ვადებში - მაისში ან მაქსიმუმ ივნისის პირველ ნახევარში. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ არჩევნების თარიღი, რომ ამ თემაზე გარკვეულობა იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ივნისში გაიმართება.

"ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ეს იქნება ივნისის თვეში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები