ხანუქა

პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

ხანუქა
itraveljerusalem.com

საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების წინაშე ქართულ და ებრაულ 26 საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. თავისუფლების მოედნაზე ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, რაბინი ბენციონ ისრაელაშვილი და რაბინი მერ კოზლოვსკი დაესწრენ. 

"მეც სულით და გულით გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და ვუერთდები თქვენს ზეიმს," - მიმართა გიორგი მარგველაშვილა თავისუფლებაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

 

კომენტარები