კრიმინალური კულტურა

სუბარი: კრიმინალურ კულტურას საბოლოოდ ახალი ინფრასტრუქტურა აღმოფხვრის

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ვარაუდით, ციხეებში ე.წ. კრიმინალური კულტურა საბოლოოდ რამდენიმე თვეში აღმოიფხვრება. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

"იმისთვის, რომ მანკიერი ტრადიცია, რაც საუკუნეების განმავლობაში მოსდევს პენიტენციურ სისტემას, სრულად აღმოიფხვრას, საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის აშენება და გაუმჯობესება. მასზე დაჩქარებული ტემპით ვმუშაობთ. ეს საბოლოოდ გამოიწვევს ამ კრიმინალური კულტურის მიმდევრების განცალკევებას სხვა ტიპის მსჯავრებულებისაგან. სწორედ ეს იქნება ციხეებში კრიმინალური კულტურის საბოლოო აღმოფხვრის მანიშნებელი. ციხეებში ეს პრობლემა ყოველთვის იყო, დღეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე - ადრე. თუმცა, საბოლოოდ აღმოფხვრა მოხდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა ბოლომდე გაიმართება, აქამდე კი დარჩენილია მხოლოდ თვეები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები