სომხეთი საბაჟო კავშირში

24 დეკემბერს სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას ხელს მოაწერენ

armenianow.com

მოსკოვში, ევრაზიის საინტეგრაციო კავშირის სხდომაზე 24 დეკემბერს სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ საგზაო რუკას ხელი მოეწერება.

Ria Novost-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის თქმით, "ჩვენ უკვე ვამზადებთ დოკუმენტებს, რომლებსაც პრეზიდენტები ხელს 24 დეკემბერს მოაწერენ". ვლადიმირ პუტინი დელეგაციასთან ერთად ქალაქ გიუმრში მიმდინარე რუსულ-სომხურ რეგიონალურ ფორუმზე ”რუსეთი. სომხეთი. საბაჟო კავშირი” იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს სომხეთმა გადაწყვიტა, გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნაში.

საბაჟო კავშირი, რომელიც ერთიანი საბაჟო და ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს, 2006 წელს რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა ჩამოაყალიბეს. მასში გაწევრიანების სურვილი ყირგიზეთმაც გამოთქვა.

სომხეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სომხეთის გადაწყვეტილების შემდეგ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ, ევროკავშირის პრეზიდენტმა ქვეყანა ლიტვამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით სომხეთმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელისმოწერის შანსი დაკარგა.

კომენტარები