სომხეთი საბაჟო კავშირში

სომხეთი საბაჟო კავშირში მაისში გაწევრიანდება

რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება 2014 წლის მაისისთვის იქნება მზად. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა ტელეკონფერენციის დროს განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო ARKA ავრცელებს. სარქისიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 22 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო სომეხი ექსპერტები მუშაობენ. ევრაზიის უმაღლესმა ეკონომიკურმა საბჭომ სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა 2013 წლის 24 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა.

სომხეთის ხელისუფლებამ 2013 წელს განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი არ არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და მას რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირში სურს გაწევრიანება.

კომენტარები