ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

ღარიბაშვილი: არ შემიძლია, ნაციონალებისგან მშვიდად მივიღო კრიტიკა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში საპარლამენტო ოპოზიციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რთულია მათთან ჯანსაღი კონკურენცია. მათგან ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს.

"შეგვიძლია, მათ დავუძახოთ ოპოზიციური ძალა, მაგრამ ვიტყოდი, რომ, ზოგადად, რთულია მათი გაგება. ისინი ოპოზიციაში უდგებიან საკუთარ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ქვეყანას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ აკეთებენ რაიმე ახალს. რთულია, მათთან ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს. მათგან ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს. მათი დემოკრატია იყო მოტყუებაზე ორიენტირებული ფასადური დემოკრატია. მათ სასამართლო დევნა განახორციელეს 300 000 ადამიანზე 9 წლის განმავლობაში. არ შემიძლია, მშვიდად მივიღო მათგან კრიტიკა, მათი საბოტაჟი და მორალზე ლექციების კითხვა. ეს არის, უარეს შემთხვევაში, ცინიზმი. ოპოზიციაში ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები