ოკუპირებული ტერიტორიები

ე.წ. სამხრეთ ოსეთი: მავთულხლართებს რკინის ღობეები ჩაანაცვლებს

გოგიკო საყვარელიძე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებით, მავრთულხლართები რკინის ბადეებით შეიცვლება. მათი განცხადებით საიმედოობას ადამიანები და ტექნიკა უზრუნველყოფს,  როგორც ეს მათი თქმით"თანამედროვე ცივილურ სამყაროში ხდება". ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიხედვით ღობეების 35 კილომეტრზე უკვე განთავსებულია და მათი აღმართვა პირველ რიგში ხდება იმ ტერიტორიაზე სადაც განლაგებულია დასახლებული პუნქტები და გზები. მათივე თქმით თუ ქართული მხარე მოლაპარაკებებში  საზღვრის შესახებ ჩაერთვებოდა ამით ის მოსახლეობის ცხოვრების უსაფრთხოებას, გამშვები პუნქტების მოწესრიგებას და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს.

დე-ფაქტო კომიტეის თქმით ამ დროისთვის ყველა მონაკვეთზე,  ორმეტრიანი გამყოფი ღობის მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც გამოცემა "კავკასკი უზელ" წერს, ღობე ყველასთვის კარგად შესამჩნევი იქნება, მწვანედ შეიღებება და მასზე ოთხენოვანი წარწერები განთავსდება. გამოცემის თქმით რკინის ღობის აღმართვის მიზეზი მოსახლეობის მკაფიოდ ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ აქ გადის სახელმწიფო საზღვარი.


 

კომენტარები