2014 წლის ბიუჯეტი

მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 014 000 000 ლარი იქნება.

"ბიუჯეტი გათვლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდასა და 3.5%-იან დეფლატორზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 29 342 000 000 ლარი. ამასთან, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 7 230 000 000 ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი კი 3.9% იქნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვით ნაწილსა და შემოსავლების გეგმას შორის არსებული სხვაობის დასაფარად მთავრობა შიდა და საგარეო ვალს აიღებს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დეფიციტის შესავსებად, მთავრობა 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს, დანარჩენ თანხას კი უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისაგან ისესხებს.  

ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. 

კომენტარები