მინარეთი ჭელაში

ჭელაში მინარეთი აღადგინეს

სოფელი ჭელა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მოხსნილი მინარეთი წუხელ, გვიან ღამით, პირვანდელ ადგილზე დააბრუნეს. როგორც საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ტაბულას განუცხადა, მინარეთის აღდგენის პროცესმა ხმაურისა და ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. მინარეთი ამის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, დასაწყობდა, დაილუქა და ამ დრომდე მიჩენილი ჰყავდა დაცვა.

ჭელაში მინარეთის დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ მინარეთის დადგმის საწინააღმდეგო აქციებიც კი გამართეს ადიგენში.

კომენტარები