საქართველოს პარლამენტი

ზაქარია ქუცნაშვილი საარჩევნო ინტერფრაქციულ ჯგუფს აღარ უხელმძღვანელებს

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა,  საარჩევნო  საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. "ტაბულას" ქუცნაშვილმა გაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტა. მისი თქმით ამ თემაზე უკვე ისაუბრა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში და დამატებითი განმარტების გაკეთებას არ აპირებს. 

"კომენტარს ვერიდები, იმიტომ, რომ  უფრო ლოგიკური და სწორია, შეკითხვები გადაწყვეტილების მიმღებს დაუსვათ. რა საჭიროა, ვიმკითხავო, რა იყო მიზეზი. ნუ ჩამაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ზაქარია არ არის ის პიროვნება, რომელიც გამოიტანს შიგნით მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციას. ნუ მაიძულებთ კომენტარის გაკეთებას.

ვალდებულება, რაც ჩვენ ყველამ ერთად ავიღეთ, მისაყვანია ბოლომდე. ამ ვალდებულებების რეალიზაციისთვის საკმარისზე მეტი თანამდებობაა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობა.

მთელმა ფრაქციამ და უმრავლესობამ იცის ჩემი პოზიცია თანამდებობასთან მიმართებაში. ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მივმართე", - აღნიშნა ქუცნაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში".

ცოტა ხნის წინ, ზაქარია ქუცნაშვილი "ფრაქცია -ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და ის ვერც პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში მოხვდა.  საუბარია მასსა და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძეს შორის კონფლიქტზე. თუმცა თავად ქუცნაშვილი კომენტარის გაკეთებას თავს არიდებს. 

კომენტარები